პოლონეთში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს

პოლონეთში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს, წითელი საღებავი მაშინ შეასხეს, როცა რუსი დიპლომატი ცდილობდა, ვარშავაში მდებარე საბჭოთა მეომრის ძეგლთან თაიგულები დაედო. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილმა პოლონელებმა არ მისცეს საშუალება რუს დიპლომატს, რომ ვარშავაში მდებარე საბჭოთა მეომრის ძეგლთან ყვავილების თაიგული დაედო. სერგეი ანდრეევს მოქალაქეთა ჯგუფმა გზა გადაუღობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტის გამო რუსეთის ელჩი იძულებული გახდა, იქაურობა პოლიციის თანხლებით დაეტოვებინა.
პოლონელებმა ვარშავაში მდებარე საბჭოთა მეომრის ძეგლზე შეურაცხმყოფელი წარწერებიც გააკეთეს.
ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარიან ზახაროვა.
ნეონაციზმის მიმდევრებმა კვლავ გამოაშკარავეს თავიანთი ნამდვილი სახე და ეს სახე სისხლითაა შეღებილი.
ფაქტი, რომ შეუარაცხყვეს საბჭოთა მეომრის ძეგლი და არ მისცეს საშუალება დიპლომატს, ის ყვავილებით შეემკო, მიუთითებს ერთ რამეზე- დასავლეთში მიმდინარეობს ფაშიზმის რეინკარნაცია- განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის დიპლომატიური მისია ასევე აპირებდა, ვარსავაში 9 მაისთან დაკავშირებით ,,უძლეველთა პოლკის" ღონისძიება მოეწყო, თუმცა პოლონეთის ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცა. მიზეზი- რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში.