რუსეთი რეზერვისტებს საზარბაზნე ხორცად იყენებს - ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების აღიარებითი ჩვენებები

ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. ჯარისკაცები ყვებიან, რომ ომში მოტყუებით წაიყვანეს. ირკვევა, რომ სამხედროებს სოლიდურ თანხას დაპირდნენ, სანაცვლოდ კი უთხრეს, რომ დონეცკსა და ლუგანსკსში ტერიტორიები ნანგრევებისგან უნდა გაეწმინდათ და ცხედრები გაეტანათ. ამის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად გამოიყენა და ყველაზე ცხელ წერტილებში გადაისროლა.
დეტალების შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების «БАРС 7»-ის პოლკის მებრძოლმა უამბო. აღნიშნული დანაყოფი ძირითადად რეზერვისტებისგან შედგება. მათი პოლკი უკრანელებმა 30 აპრილს ლუგანსკის ოლქში, ზოლოტოესთან, გაანადგურეს.
სამხედრო კომისარიატში 12 აპრილს გამოვცხადდი. მითხრეს, რომ სჭირდებოდათ მძღოლები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების აღსადგენად. ხელფასს დამპირდნენ 200 ათასს, 20 აპრილს კი ურკაინაშ წაგვიყვანეს. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძლებმა,“ სანგრებში ცადით, იქ ღამე დარჩებით და დილით წამოგიყვანთ სატვირთო მანქანებით უკანო,“- გვითხრეს. დაიწყო სროლა. ჩვენ სანგრებში დავიმალეთ. სროლა რომ შეწყდა, უკრაინული საუბარი შემოგვესმა. დავიძახეთ, „აქ ვართ და ჩაბარება გვინდა!“. ასე ჩავბარდით, - ყვება ერთ-ერთი ტყვე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსი რეზერვისტების დიდმა ნაწილმა ომში გასროლაც კი ვერ მოასწრო და ძალიან მოხარულები არიან, რომ სიკვდილს გადაურჩნენ.