პუტინი თავის გამოსვლაში წაგებული ქვეყნის ლიდერს ჰგავს - პოდოლიაკი
9 მაისის ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა უკრაინაში შეაფასეს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ დიქტატორის გამოსვლა ბანალური და ნაცრისფერი იყო. მისი თქმით, პუტინი წაგებული ქვეყნის ლიდერს ჰგავს.
რასაც ცდილობდა დღეს პუტინი, რუსეთმა ვერ დაუმტკიცა მსოფლიოს უნარი, რომ მეორე არმია იყოს. პუტინი თავის გამოსვლაში წაგებული ქვეყნის ლიდერს ჰგავს. ფუნდამენტური მის სიტყვებში მხოლოდ რუსეთის დაცემაა. პუტინის გამოსვლა იყო ნაცხრისფერი და ბანალური სიტყვების ნაკრების. ალბათ ხალხიც კი იმედგაცრუებულია მიუხედავად პროპაგანდის გავლენებისა. ზეტ ზომბებსაც კი გაუყცრუვდებოდათ პუტინით იმედი, - თქვა პოდოლიაკმა.
პუტინმა მოსკოვში 9 მაისს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკრეაინა და ნატო წევრი ქვეყნები რუსეთზე თავდასხმას გეგმავდნენ.