მსოფლიოში ნაცისტები ისევ გაბატონდნენ- ალექსანდრ ლუკაშენკო

09.05.22 17:20
მსოფლიოში ნაცისტები ისევ გაბატონდნენ- ალექსანდრ ლუკაშენკო

 დიქტატორი ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთს კვლავ აკრიტიკებს. პუტინის შემდეგ ბელორუსის ლიდერმა გადაწყვიტა, 9 მაისს  ევროპის ქვეყნებისთვის მიემართა და ისინი ნაციზმში დაედანაშაულებინა.

მსოფლიოში ნაცისტები ისევ გაბატონდნენ- განაცხადა დღეს ტრიბუნიდან ლუკაშენკომ. 

მივმართავ დასავლეთის ქვეყნებს, თქვენმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დაივიწყოთ, ვინ გაათავისუფლათ მსოფლიო ფაშიზმისგან. თქვენ იმდენად ბრმა არ უნდა იყოთ, რომ არ გესმოდეთ რეჟიმების იძულებითი ცვლილებების წარუმატებელი მდელობის მარადიული შედეგი ლიბიში, ერაყში და სხვაგან. აღადგინეს ისინი? დემოკრატია დადგა, ნატოს თვითმფრინავების ქვეშ ამ ქვეყნებს მხოლოდ ტკივილი, მსხვერპლი დარჩა. ნაცისტების მიმდევრები შურისძიების იდეით არიან შეპყრობილნი. მაგრამ ისინი არ არიან მზად საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებთან ღიად საბრძოლველად. კარგად ისწავლეს გაკვეთილები, როგორც ჩანს, ამიტომაც  ამარაგებენ იარაღით უკრაინას. ვინ წარმოიდგენდა თუნდაც კოშმარებში, რომ უკრაინაში, რომელიც სასწაულით გადარჩა, ისევ ნაციზმმა წამოიწია? - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ

მსგავსი სიახლეები