რუსებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს - მიშელს თავშესაფარში გადასვლა მოუწია
უკრაინაში, ოდესაში ჩასულ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. მიზეზი ოდესის ოლქზე რუსების სარაკეტო იერიში გახდა. BBC -ის ცნობით, შარლ მიშელი უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა. დაბომბვის გამო, მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ.
მანამდე კი მიშელმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ "ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში ჩავიდა.
ქალაქში, სადაც პუშკინის თქმით, "შეგიძლია იგრძნო ევროპა". ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისგან, რაკეტებისგან, თავის თავისუფლებას კი რუსული აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას"- წერს მიშელი.