ოკუპანტები მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ

11 მაისს რუსი ოკუპანტები ,,აზოვსტალის" ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ. ინფორმაციას ქალაქ მარიუპოლის საბჭოს დეპუტატი ავრცელებს. ალექსანდრ ლეშინი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსები ქიმიური შეტევისთვის სერიოზულად ემზადებიან.
ახლახანს ჩემთვის ცნობილი გახდა, მარიუპოლიდან ადამიანები კავშირზე გამოვიდნენ და განმიცხადეს, რომ 11-ში რუსები აზოვსტალზე დიდ ქიმიურ შეტევას გეგმავენ.
მივმართავ ადგილობრივ მოსახლეობას, არ გამოხვიდეთ 11-ში ქალაქის ქუჩებში!
რუსებს სურთ, ჩვენი გმირი დამცველები, აზოვის ბატალიონის წევრები, იძულებით გამოიყვანონ აზოვსტალიდან. მათ არაფერი გამოსდით და აპირებენ, მიმართონ ასეთ გენოციდს, მძლავრ ქიმიურ იარაღს. - განაცხადა ლაშინმა.
ქალაქის საბჭოს დეპუტატი მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, გაეროს, წითელ ჯვარს, არ დაუშვან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება.
ლაშინის ინფორმაციით, მარიუპოლში სამხედროების გარდა მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან დარჩენილი.