რუსმა ოკუპანტებმა ,,აზოვსტალის" დაბომბვა განაახლეს

ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში ბრძოლები გრძელდება, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ ,,აზოვსტალის" დაბომბვას. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
მიმდინარეობს ბრძოლები რუბეჟნოეში. მტერი ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა, რათა განავითაროს შეტევა ლიმანის მიმართულებით. აგრესორებმა მოახდინეს წარუმატებელი შტურმი დასახლებულ პუნქტ ვოევოდოვკაში. წარმატებას ვერ მიაღწიეს და ადრე დაკავებული პოზიციებიც დაკარგეს.
რაც შეეხება მარიუპოლს, მიუხედავად გამოცხადებული რეჟიმისა - ,,სიჩუმე", განახლდა შტურმი და სარაკეტო დაცხრილვა ,,აზოვსტალის" მიმართულებით. - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.