ისტორიული დოკუმენტი დამტკიცებულია - უკრაინის დასახმარებლად ბაიდენმა ხელი ლენდ-ლიზის აქტს მოაწერა

10.05.22 10:48
ისტორიული დოკუმენტი დამტკიცებულია - უკრაინის დასახმარებლად ბაიდენმა ხელი ლენდ-ლიზის აქტს მოაწერა

რუსეთის დასამარცხებლად და უკრაინის დასახმარებლად აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი ლენდ-ლიზის აქტს მოაწერა. ისტორიული დოკუმენტი ჯო ბაიდენმა მაშინ დაამტკიცა, როცა ვლადიმერ პუტინი წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდა. პრეზიდენტ ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

ხელს ვაწერ კანონს, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენს ძალისხმევაში, მხარი დავუჭიროთ უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში. ეს სასტიკი ბრძოლაა. უკრაინელები ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს და დიდი ხანია იბრძვიან სისასტიკის წინააღმდეგ, რასაც რუსები სჩადიან. ჩვენ აღვნიშნეთ გამარჯვების დრე, ევროპაში გამარჯვების დღე და როცა პუტინის ომმა კიდევ ერთხელ მოიტანა ევროპაში უაზრო ნგრევა, იმისთვის რომ დავამკტიცოთ მტკიცე ერთგულება მომავლის მიმართ, რომელიც დაფუძნებულია დემკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა  და უტანხმოების მშვიდობიან მოგვარებაზე. ხელს ვაწერ ამ კანონს, - განაცხადა ბადიენმა. 

ლენ-ლიზიც აქტს აშშ-ს კონგრესმა მხარი 28 აპრილს დაუჭირა. მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა უმაღლეს საკანოპნმდებლო ორგანოზ მიმარტა და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად დამატებით 33 მლრდ დოლარის გამოყოფა მოსთხოვა.

ლენ-ლიზის აქტი არის კანონი, რომელიც აშშ-ს კონგესმა პირველად 81 წლის წინ მიიღო. მაშინ მსოფლიოს მტვარაი საფრთხეს ნაცისტური გერმანია წარმოადგენდა.