რუსეთი ვა ბანკზე მიდის - ოკუპანტებმა ოდესაზე იერიშები შარლ მიშელის ვიზიტის პარალელურად მიიტანეს

რუსეთი უკრაინაში ვა ბანკზე მიდის - რუსულმა არმიამ ოდესას შეუტია. საპორტო ქალაქს 7 რაკეტა ოკუპანტებმა შარლ მიშელის ვიზიტის პარალელურად ესროლეს. მათ ასევე, იერიში სავაჭრო-გასართობ ცენტრსა და ორ სასტუმროზე მიიტანეს. დაღუპულია 1, ხოლო დაშავებულია 7 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, პუტინის მიზანია ხელში ჩაიგდოს ოდესის პორტი და მსოფლიოში გოლოდომორი მოაწყოს. აღნიშნული პორტი ერთ-ერთია, საიდანაც უკრაინა მსოფლიოს ხორბლით ამარაგებს.
ბასტიონის იარაღით ოკუპანტმა ყირიმის ტერიტორიიდან განახორციელა სარაკეტო იერიში ქალაქ ოდესაზე. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აი, ასე აღნიშნავენ გამარჯვებას დღეს, მაგრამ ერთადერთი, რაშიც გამარჯვებას მიაღწიეს, ეს არის არაადამიანობა. დღეს ჩვენ შევხვდით უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ევროკავშირის პრეზიდენტს. ჩვენ განვიხილეთ პორტების დებლოკადა ოდესის ოლქში და ვიმსჯელეთ სამომავლო იმპორტის გეგმებზე. ჩვენი პორტები ახლა ოკუპანტების მიერ ბლოკირებულია, ამიტომ ერთად შევებრძოლებით ამ ბოროტებას, - განაცხადა ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.