"აზოვსტალის" ბუნკერებში 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება - რა ხდება მარიუპოლში

10.05.22 11:24
"აზოვსტალის" ბუნკერებში 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება - რა ხდება მარიუპოლში

რუსეთის სამიზნე ისევ მარიუპოლია. "აზოვსტალის" ქარხანაზე პუტინის რეჟიმს იერიშები მთელი ღამის განმავლობაშ მიჰქონდა. ოკუპანტებმა ასევე იერიში მარიუპოლის ხიდზე მიიტანეს, რომლითაც, როგორც წესი,  მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება ხოლმე. 

ამის გარდა, უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ ფოლადის ქარხნის ბუნკერებში ამ დრომდე 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქლაქე რჩება.

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ კომბინატის ტერიტორიაზე ამ დრომდე  100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება. ქალაქ მარიუპოლში რჩება 100 ათასამდე ადამიანი. საკმაოდ რთულია ტქმა, მათგან რამდენს სურს წასვლა. ავიაცია და არტილერია იქ პრაქტიკულად მუდმივად მუშაობს. პაუზა და სიჩუმე მხოლოდ მაშინაა, როდესაც საევაკუაციო ღონისძიებები ტარდება ან თავად „აზოვსტალიდან“ ან ახლომდებარე რაიონებიდან მიმდინარეობს მშვიდობიანია ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია, - განაცხადა  მყოფმა დონეცკის ოლქის  ხელმძღვანელმა. 

მსგავსი სიახლეები