უკრაინის მოქალაქეები რუსეთში მათი ნების საწინააღმეგოდ გადაჰყავთ - პენტაგონი

უკრაინელი ხალხის რუსეთში იძულებით დეპორტაციას პენტაგონიც ადასტურებს. პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის თქმით, მისთვის უცნობია, რამდენი საფილტრაციო ბანაკი აქვს რუსეთს მოწყობილი, თუმცა ცხადია, რომ უკრაინელ მოქალაქეებს რუსეთში იძულებით ასახლებენ.
ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ნიშნები, რომ უკრაინის მოქალაქეები რუსეთში მათი ნების საწინააღმეგოდ გადაჰყავთ. ვერ ვისაუბრებ იმაზე თუ რამდენი ბანაკია და როგორ გამოიყურებიან ისინი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები მათი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთში. ეს არის არაკეთილსინდისიერი ქმედება, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ პუტინი უბრალოდ არ მიიღებს და პატივს არ სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და იმას, რომ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, - განაცხადა კირბიმ.