"ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს" - დიდი ბრიტანეთი უკრაინას გვერდში დგომას ჰპირდება
"დარწმუნებული ვარ, ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს", - ამის შესხებ დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ბორის ჯონსონმა უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მიმართა და მათ დახმარება აღუთქვა. ჯონსონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი უკრაინას აღდგენაშიც დაეხმარება.
ჩვენ, დიდი ბრიტანეთი ამაყი ვართ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინელი მეგობრების მხარდამხარ ვდგავართ, ვაწვდით მათ ჯაველინებსა და სხვადასხვა ტანკებს, რათა მოიგერიონ მტირს თავდასხმა როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერსა და წყალში. ჩვენ მათ ასევე გავუწიეთ 1 მლრდ გირვანქა სტერლინკზე მეტი ეკონომიკური, სამეციცინო და ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ დავგმეთ პუტინის ომი გაეროს და ყველა სხვა საერთაშორისო ფორუმზე. როდესაც ეს ტანჯვა დასრულდება, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენასა და სამომავლო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს არასდროს ვყოფილვარ ასეთი დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლად აღდგება. ბრიტანეთი იქნება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ჯონსონმა.