კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული - იზიუმში, სახლის ნანგრევებში მაშველებმა 44 ცხედარი ნახეს

დროებით ოკუპირებულ იზიუმში ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მაშველებმა 44 ცხედარი ნახეს. სახლი ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტში გაანადგურეს.
დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებში, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტის პირველ დეკადაში გაანადგურეს, 44 სამოქალაქო პირის ცხედარია ნაპოვნი, - განაცხადა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულია, რომელზეც ოკუპანტებს პასუხისგება მოუწევთ.