დივერსიები უკრაინის ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე - ოკუპანტების ახალი გეგმა

10.05.22 13:18
დივერსიები უკრაინის ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე - ოკუპანტების ახალი გეგმა

რუსეთის უკრაინის  ტერიტორიაზე ახალი  პროვოკაციისთვის ემზადება. სკანდალურ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტები ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე დივერსიების მოწყობას და  შემდეგ ამის უკრაინული მხარისთვის გადაბრალებას გეგმავს. 

დაზვერვის ინფორმაციით, რუსული არმიის ძალისხმევა აღმოსავლეთ უკრაინაზეა მიმართული, სადაც ის  სახმელეთო დერეფანზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

არ არის გამორიცხული უკრაინის ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე დივერსიული აქტების განხორციელების შესაძლებლობა, ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი დადანაშაულებით.

რუსეთის ძალები შეტევით ქმედებებს ახორციელებენ უკრაინის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და ოუპირებულ ყირიმსა და აღნიშნულ ტერიტორიებს შორის სახმელეთო დერეფნებზე სრული კონტროლის დასამყარებლად. რუსეთის ავიაციის ძირითადი ძალისხმევა კი მიმართულია სლაბოჟანის, დონეცკის მიმართულებებზე და „აზოვსტალის“ ქარხნის რაიონებში, - აცხადებენ უკრაინულ დაზვერვაში.