ვიდრე პუტინის რეჟიმია ხელისუფლებაში, მის მეზობელ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ - ლანდსბერგისი

10.05.22 13:30
ვიდრე პუტინის რეჟიმია ხელისუფლებაში, მის მეზობელ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ - ლანდსბერგისი

რუსეთი უკრინასთან ომს აგებს, - ასე აფასებენ დასავლელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პირდაპირ აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის ხელისუფლების შეცვლა, რადგან პუტინის რეჟიმი მეზობელი ქვეყნებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოდაგენს. 

პუტინის ყოველწლიური გამოსვლა და გენერლების პირქუშ სახეები აშკარად აჩვენებდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის. ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი, რადგან ერთმა მათგანმა შეიძლება, შეცვალოს პუტინი, მაგრამ სხვა პუტინის მის ადგილას შეიძლება, დადგეს, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 

მსგავსი სიახლეები