ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

10.05.22 14:02
ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ლიეტუვის პარლამენტმა  რუსეთის ფედერაცია ტეროტირისტულ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამის რეზოლუციას ლიეტუვის პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მასობრივი სამხედრო დანაშაულებები ჩაიდინეს, კრძოდ, კიევში, ბოროდიანკაში, ბუჩაში, ირპენში, გოსტომელსა და მარიუპოლში. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი უკრაინელ ხალხის გენოციდს ახორციელებდა. მიღებულ რეზოლუციაში სიტყვა სიტყვით წერია, რომ „რუსეთი  არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს.“

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ვოლდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას მოუწოდა აშშ-ს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოს აღიაროს. 
 

მსგავსი სიახლეები