რუსეთის ახალი დანაშაული ზაპოროჟიეში - ოკუპანტები ადგილობრივებს მასობრივად იტაცებენ
ოკუპანტები ცდილობენ, დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებზე ზეწოლა მოახდინონ და ფსიქოლოგიურად გატეხონ. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალესანდრ სტარუხი, ავრცელებს.
სტარუხი აღნიშნავს, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე გახშირდა ოკუპანტების მხრიდან ადამიანების გატაცების ფაქტები.
ყველაზე დიდი პრობლემა- ესაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო მომსახურების გაწევა და ტერორისტების მუდმივი ზეწოლა მოსახლეობაზე, მცდელობა, რომ მათი ნება გატეხონ.
გახშირდა ხალხის გატაცების ფაქტები, უკვე 270 შემთხვევაა ასეთი. თუმცა მათგან მხოლოდ 4 პირი გაათავისუფლეს.- აცხადებს სტარუხი.
სამხედრო ადმინისტრაცია მოუწოდებს დროებით უკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, გაეცალონ საბრძოლო მოქმედებების ზონას და შედარებით უსაფრთხო ადგფილზე გადავიდნენ, სადაც ვითარებას უკრაინის სახელმწიფო აკონტროლებს.