დონეცკში ოკუპანტების გვამებისგან გორაკები აღიმართა - რუსები ადამიანურ დანაკარგს მალავენ

10.05.22 15:00
დონეცკში ოკუპანტების გვამებისგან გორაკები აღიმართა -  რუსები ადამიანურ დანაკარგს მალავენ

დონეცკში ადამიანის სიმაღლის გორაკები აღიმართა- უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ რუსი აგრესორები ადამიანური დანაკარგის დასამალად გარდაცვლილ სამხედროებს უგზოუკვლოდ დაკარგულად აცხადებენ და მათ სპეციალურად შემოღობილ ტერიტორიებზე ყრიან, არც მარხავენ.

ისინი ცხედრებს ერთმანეთზე ათავსებენ იმპროვიზირებულ , ე.წ. გვამსაყრელზე და ეს ფაქტი იმდენად გახშირდა, რომ გვამებისგან ორ მეტრიანი გორაკები აღიმართა. - აღნიშნულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია რუსი სამხედროების სატელეფონო საუბრებითაც დასტურდება, სადაც ჯარისკაცი თავის მეუღლეს უყვება ერთ-ერთი ასეთი გვამსაყრელის შესახებ.

ეს არ არის მორგი, ეს არის გვამსაყრელი. არც მინდორია და არც პოლიგონი, შემოსაზღვრულია, არავის უშვებენ. მოკლედ, ათასობით გვამს ეზიდებიან ყოველდღიურად. სამარხი უკვე ადამიანის სიმაღლეს ასცდა-აცხადებს რუსი სამხედრო.

სატელეფონო საუბრებიდან ირკვევა ისიც, რომ ეს ე.წ. გვამსაყრელები დონეცკშია მოწყობილი, ხოლო მისი დაცვა უამრავ ფულს შოულობს, რადგან რუსეთიდან ჩამოსულ ოჯახის წევრებს ეხმარება დაღუპული ნათესავების მოძებნაში.

 

 

მსგავსი სიახლეები