"რუსეთი ყველა დანაშაულისთვის დაისჯება" - ბუჩაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

"რუსეთი ყველა დანაშაულისთვის დაისჯება" - ბუჩაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. მისი თქმით, ბუჩას მსხვერპლი შესაძლოა, ნებისმიერი მათგანი ყოფილიყო. გერმანიის წარმომადგენელმა სასაკლაოდ ქცეულ ქალაქში პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
ეს მსხვერპლი შეიძლება ჩვენ ვიყოთ. ბუჩა, როგორც კიევის ნაწილი ჰგავს პოცნამს ბერლინამდე. უყუყრებ სათამაშო მოედნებს, მაღაზიებს, უბრალო ადამიანებს და ყველაზე საშინელი დანაშაულების კვალს ზუსტად მათ გვერდით.,ეკლესიაში ნახავთ ადამიანების სურათებს, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ და შემდეგ ცივსისხლიანად დახოცეს. ჩვენ ვალში ვართ მსხვერპლთა წინაშე, რომ უბრალოდ კი არ გავიხსენოთ ისინი, არამედ დამნაშავეები დავსაჯოთ და ასეც იქნება. ეს არის დაპირება, რომელსაც გავცემთ. არავის შეუძლია ადამიანებისთვის ოჯახის წევრების დაკარგვის ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა შესაძლებელია, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეტა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს.