უკრაინა "აზოვსტალის" მცველების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას გეგმავს - ეროვნული გვარდია

10.05.22 16:37
უკრაინა "აზოვსტალის" მცველების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას გეგმავს - ეროვნული გვარდია

უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, ,,აზოვსტალის" დაჭრილი  დამცველები და მედიკოსები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანოს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

პირადად უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო ხელმძღვანელობა, არ იშურებენ ძალისხმევას, რათა მოძებნონ გამოსავალი და მოახდინონ ,,აზოვსტალიდან" ხალხის ევაკუაცია. 

მუშაობა მიმდინარეობს ,,ექსტარქშენის" პროცედურის გამოყენებაზე. რომელიც ეხება დაჭრილ მებრძოლებს, მედიკოსებსა და ჯარისკაცებს. მათი გადაყვანა უნდა მოხდეს მსოფლიო თანამეგობრობის დახმარების გზით - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ,,ექსტრაქშენის", იგივე ექსფილტრაციის პროცედურა ითვალისწინებს უფრო უსაფრთხო ადგილზე პერსონალის გადაყვანას იმ ტერიტორიიდან, რომელიც  მტრის კონტროლის ქვეშაა.

ეროვნული გვარდიის განმარტებით, ამ ეტაპზე ქალაქ მარიუპოლს იცავენ:

პოლკი ,,აზოვი";

ეროვნული გვარდიის 12-ე ბატალიონი;

საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა;

მესაზღვრეები;

პოლიცია;

მოხალისეები.