ვითხოვთ დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციას უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე - აზოვი
აზოვის ბატალიონი განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, მათი დაჭრილი თანამებრძოლების გადასარჩენად რეალური ნაბიჯები გადადგან.
ჩვენი დაჭრილი მეომრები არასტერილურ გარემოში იმყოფებიან, ისინი უკრაინასა და მთელ მსოფლიოს იცავენ და ახლა მსოფლიომ მათ უნდა მიხედოს- აცხადებენ მარიუპოლის დამცველები.
მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს, რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი დამცველები სრულ ანტისანიტარიულ პირობებში, ღია ჭრილობებით, ბაფთით არასტერილური ნარჩენებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე და იმოქმედოს!
ჩვენ მოვუწოდებთ გაერო-ს და წითელ ჯვარს, გამოავლინონ თავიანთი ჰუმანურობა და გადაარჩინონ დაჭრილი ადამიანები, რომლებიც აღარ არიან მებრძოლები.
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ და ასობით სხვა ,,აზოვსტალის" ქარხანაში, იცავენ უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს საკუთარი ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებების ფასად. ახლა უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება ვერ იცავს მათ.
ვითხოვთ დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც მათ სათანადო დახმარებას გაუწევენ.- აღნიშნულია აზოვის ბატალიონის მიმართვაში.