ცხელი წერტილი ისევ ლუგანსკია - გორნიში ოკუპანტებმა სკოლა-ინტერნატი დაბომბეს
ლუგანსკში ისევ მძიმე ვითარებაა. ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა ამ ოლქში ცეცხლი 15-ჯერ გახსნეს და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. დაიბომბა სკოლა-ინტერნატიც. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
რუსებმა გორნიში ცეცხლი გახსნეს. დაიბომბა ოლქის სპეციალიზირებული სკოლა, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვები სწავლობდნენ. შენობა ახლადგარემონტებული და მოწყობილი იყო. საბედნიეროდ, სკოლის ბინადრების ევაკუაცია წინდაწინ განვახორციელეთ, - ამბობს სერგეი გაიდაი.