რუსებმა "აზოვსტალის" მიწისქვეშა ჰოსპიტალი დაბომბეს - დაღუპულია 10 ადამიანი

11.05.22 13:37
რუსებმა "აზოვსტალის" მიწისქვეშა ჰოსპიტალი დაბომბეს - დაღუპულია 10 ადამიანი

შტურმი "აზოვსტალზე" -  რუსებმა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ბოლო საავადმყოფო დაბომბეს. "აზოვის" პოლკის ექსმეთაურის ცნობით, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. მისივე თქმით, დაჭრილი მებრძოლები ურთულეს მდგომარეობაში არიან და გადარჩენისთვის კიდურების ამპუტაციასაც კი მიმართავენ. 

რუსმა დამპყრობლებმა უკვე გაანადგურეს მეორე მიწისქვეშა საავადმყოფო „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. მტერმა მიწისქვეშა ჰოსპიტალს 2 დღის წინ დაარტყა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. უკვე მაშინ სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელი იყო. შედარებით მსუქუბუქი დაზიანებების მქონე ადამიანებსაც კი გადასარჩენად ახლა კიდურების ამპუტაცია სჭირდებათ. სხვა შემთხვევაში ნელი სიკვდილი ელოდებათ და ეს საშინელი სიკვდილია. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კვლავ რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა. აუცილებელია მათი სამშვიდობოს გაყვანა. ასევე აუცილებელია დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია და დაღუპულთა ცხედრების გატანა, - განაცხადეს "აზოვში". 

მსგავსი სიახლეები