"პირდაპირ უნდა დახოცოთ!" - რუს სამხედროს ოჯახის წევრი უკრაინელი ბავშვების მოკვლას ავალებს
უკრაინის უსაფრთხოების სასმახური მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. სატელეფონო საუბარში რუს სამხედროს მეუღლე უკრაინელი ბავშვების წამებას ავალებს და ამბობს, რომ სიამოვნებით გაატყავებდა და დააჭრიდა მათ თითებს, რადგან ვერ იტანს უკრაინელებს.
წარმოიდგინე, ეს ბავშვები ჩვენ ბავშვებს სკოლაში ეუბნებიან, როცა დახატვა დაავალეს ზეიმისთვის, ეს ჩვენი ზეიმი არ არისო. წარმოიდგინე, ესენი რომ გაიზრდებიან, რა გამოვლენ. ვერ გავიგე, რატომ მოჰყავთ რუსეთში ეს ბავშვები? ყველანი პირდაპირ უნდა დახოცოთ! მე მაგათ ნარკოტიკებს გავუკეთებდი, თვალებში ვუყურებდი და ვეტყოდი: „იწვალეთ, ჩაძაღლდით!“. მათ ცოცხლად გავატყავებდი და ყოველ დღე თითო თითს მოვაჭრიდი. მეზიზღებიან ეს უკრაინელები, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.