ჩეხეთის პრეზიდენტმა ნება დართო თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, უკრაინის მხარეს იომონ
ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზომანმა, მხარი დაუჭირა თავისი ქვეყნის მოქალაქეთა გადაწყვეტილებას, იომონ უკრაინის მხარეს. ამის შესახებ ტვიტერზე პრეზიდენტის სპიკერმა, ირჟი ოვჩაჩეკმა, დაწერა.
კანონმდებლობის თანახმად, დოკუმენტს ხელი ჩეხეთის პრემიერმა, პეტერ ფიალამ, უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც 103 ჩეხი პროფესიონალი ჯარისკაცი უკრაინის მხარდასაჭერად გაემგზავრება.
მარტის დასაწყისში ჩეხეთის 600-მა მოქალაქემ გამოხატა სურვილი, შეერთებოდა უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონს.
ჩეხეთის ხელსიუფლებამ მაშინ გადაწყვეტილება მიიღო, არ დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საომრად გაემგზავრა.