უკრაინა რუსეთს აზოვსტალში დაჭრილების სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს
უკრაინამ რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი წერს.
შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
პირველი ნაბიჯი - რუსებს შევთავაზეთ ასეთი გაცვლა: მძიმედ დაშავებულ ბიჭებს აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოვიყვანთ. ამის ნაცვლად ჩვენ ვაძლევთ რუს ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესებით. ჯერ შეთანხმება არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება“, - წერს ვერეშჩუკი.