ამერიკის სენატი რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადებას ითხოვს

28.07.22 17:05
ამერიკის სენატი რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადებას ითხოვს

რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო -  შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს ოკუპანტი ქვეყანა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ცდილობდნენ, დაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით". - წერია სენატის კანონპროექტში.

რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა.

მსგავსი სიახლეები