მედვედჩუკს ომის მოსამზადებლად მილიარდი მისცეს, მაგრამ გაფლანგა - უკრაინული მედია

28.07.22 17:13
მედვედჩუკს ომის მოსამზადებლად მილიარდი მისცეს, მაგრამ გაფლანგა - უკრაინული მედია

მილიარდი დოლარი უკრაინაში ომისთვის მოსამზადებლად - თანხა  დეპუტატ  ვიქტორ მედვედჩუკს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის  წარმომადგენლებმა  პირადად გადასცეს.  

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ დეპუტატს რუსეთიდან მიღებული ფული „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ სამხედრო ოპერაციების ჩატარების ორგანიზებისთვის“ უნდა დაეხარჯა, თუმცა  მან და მისმა ნათესავებმა თანხა გაფლანგეს. ინფორმაციას  უკრაინული გამოცემა  ,,გლავკომი"  ლვოვის სააპელაციო სასამართლოს 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტებზე დაყრდნობით, სასამართლს მედვედჩუკის ქონების ჩამორთმევის შუამდგომლობით მიმართა. ჩამორთმეულ ქონებას შორის მოხვდა  279 ფერწერული ტილო, ოთხი ფიგურა, 10 საათი, ხუთი ჭიქა, 31 ყუთი ჭურჭელი, ასევე სარკინიგზო ვაგონ-რესტორანი ავეჯით.