პუტინი მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს - მიხაილო პოდოლიაკი

28.07.22 18:17
პუტინი მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს  -  მიხაილო პოდოლიაკი

პუტინი მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, აცხადებს. მისი თქმით, კრემლს თავის ადგილს მიუჩენს მხოლოდ ძლიერი შეიარაღება.

რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს კონფლიქტებს თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს. რა უჩენს მოძალადეებს თავის ადგილს? #ATACMS და შეიარაღებული უკრაინა – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინის ხელისუფლება ითხოვს, აშშ-მ შორი მოქმედების რაკეტები ATACMS -ი გადასცეს, რომლის მოქმედების ვადა 310 კილომეტრია.

დღემდე  ყველაზე შორს მოქმედი იარაღი, რაც უკრაინას ამერიკამ გადასცა, არის 80-კილომეტრიანი მოქმედების HIMARS -ის საარტილერიო სისტემა.

 

 

მსგავსი სიახლეები