5 დაღუპული და 7 დაშავებული - ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს

ოკუპანტები ნიკოლაევს უტევენ. ქალაქის მერის ცნობით, რუსებმა ნიკოლაევის ერთ-ერთ რაიონში კასეტური ბომბები ჩაყარეს.
ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმის ცნობით, იერიში საზოგადოებრივი ტრასნპორტის გაჩერებაზეც მიიტანეს. დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, 12 ადამიანი ქუჩაში იყო მიმოფანტული. მათთან ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გავიდნენ.