კრემლი ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლას ითხოვს

კრემლი ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლას ითხოვს. ინფორმაციას ექსკლუზიურად CNN ავრცელებს. რუსეთმა შტატებს ეს ვარიანტი არაფორმალურად ФСБ-ს ჯაშუშების ქსელის გამოყენებით შესთავაზა. კრასიკოვი ის ჯაშუშია, რომელიც შარშან, გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობისთვის გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ტელეარხის ცნობით, რთული სათქმელია, რამდენად მოხერხდება გასაცვლელთა სიაში ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის, დამატება, რადგან სასჯელს გერმანიაში იხდის და არა შტატებში.
ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. გერმანელმა სამართალდამცველებმა მეორე დღეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დააკავეს. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.