დანაშაულს ინანიებს, მზადაა მიიღოს შესაბამისი სასჯელი - ჯიჯეიშვილის ადვოკატი
20 წლის მირიან კუკავას მვკლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს ნანობს. ინტერესების დამცველის თქმით, ჯიჯეიშილი მზადაა შესაბამისი სასჯელი მიიღოს.
დავით ჯიჯეიშვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში აღიარებით. მას ახლდა დედა. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ის გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და უკვე მზად არის მიიღოს შესაბამისი სასჯელი, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა. მას დანა გულის არეში ჩაარტყეს.
ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.
მცხეთის სასამართლოში ამ წუთებში 8 დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს. ,ათი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.