ამ დროისთვის კოსოვო-სერბეთის კონფლიქტი განიმუხტა - რუსეთმა მორიგი პროვოკაციის მოწყობა ვერ შეძლო

01.08.22 14:22
ამ დროისთვის კოსოვო-სერბეთის კონფლიქტი განიმუხტა - რუსეთმა მორიგი პროვოკაციის მოწყობა ვერ შეძლო

რუსეთის მორიგი მცდელობა, ომის ახალი კერა წარმოექმნა, წარუმატებელი აღმოჩნდა - კოსოვო დაძაბულობის განეიტრალებას ცდილობს.

ამერიკის ჩარევის შემდეგ ვითარება სერბეთი კოსოვოს საზღვარზე დროებით განმუხტულია. კოსოვოს პრემიერმა აიღო ვალდებულება, რომ ერთი თვით საზღვარზე თავისუფალი მიმოსვლა აღდგება.

რადიკალურად განსხვევებულია სერბეთის რიტორიკა, თუ ომი დაიწყება, სერბეთი გაიმარჯვებს, ესაა პრეზიდენტ ვუჩიჩის ბოლო განცხადება.

ვფიქრობ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ამაზე რთულ სიტუაციაში, ვიდრე ახლა ვართ. ამას რატომ ვამბობ? რადგან პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, რომ მსოფლიოს წინაშე თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს.

კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს. ისინი აპირებენ, რომ მათ ტერიტორიაზე სერბული მანქანები და სერბეთის მოქალაქეები არ დაუშვან და ითხოვენ, ცერბულ ნომრებზე მანქანებმა ხელახალი რეგიოსტრაცია გაიარონ- აცხადებს ალექსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.

ახლა მთავარი საკითხია, რა იქნება ერთი თვის შემდეგ და ეცდება თუ არა რუსეთი ახალი პროვოკაციით სიტუაციის დაძაბვას.