ამერიკელებმა ქაბულში ალ ქაედას ლიდერი მოკლეს

02.08.22 10:00
ამერიკელებმა ქაბულში ალ ქაედას ლიდერი მოკლეს

დრონით შეტევისას, Hellfire-ის სისტემის ორი ზე-ზუსტი რაკეტით ამერიკელებმა ქაბულში ალ ქაედას ლიდერი მოკლეს. ზავაჰირი დაჯგუფებას ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა.

"მართლმსაჯულება აღსრულდა და ტერორისტების ეს ლიდერი აღარ არის" - განაცხადა პრეზდენტმა ბაიდენმა ამერიკელებისადმი ტელემიმართვაში.

აშშ-მა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაედას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ზავაჰირის ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე, დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. როგორც ცნობილია, ზავაჰირთან ერთად ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ

მსგავსი სიახლეები