"საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს" - რა პოსტი გამოქვეყნდა მედვედევის გვერდზე

02.08.22 12:05
"საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს" - რა პოსტი გამოქვეყნდა მედვედევის გვერდზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“. 

პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე ა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნ. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა.

სობჩაკი ვარაუდობს, რომ დმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. თავად მედვედევს, ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს საიტზე უცხო პირების შეღწევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

დმიტრი მედვედევი, სოციალურ ქსელში ВКонтакте წერდა, რომ 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფო“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.

მსგავსი სიახლეები