სპეცოპერაცია საბერძნეთში - დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე

სპეცოპერაცია საბერძნეთში-ქალაქ კალამატაში საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული.
ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ასაკი 37 წლის და 38 წელია, სახლებს სისტემატიურად ძარცვავდნენ.
ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ძვირფასი ნივთები, ნაღდი ფული, ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. სამივე დაკავებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.