რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე 359 ბავშვი ემსხვერპლა

05.08.22 10:37
 რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე 359 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 359 ბავშვია დაღუპული, 700-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი - 371 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკივის ოლქში - 195.

"კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 54, ნიკოლაევში - 57, ლუგანსკში - 61, ზაპოროჟიეში - 40, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და დედაქალაქში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები