ФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინა აზოვის პოლკის წევრმა მოკლა

22.08.22 16:50
ФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინა  აზოვის პოლკის წევრმა მოკლა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ირწმუნება, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია. 

მათივე მტკიცებით, „დადგენილია, რომ დანაშაული მომზადებული და ჩადენილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ".

ФСБ ირწმუნება, რომ შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე, ვოვკი ნატალია, პავლეს ასული, დაბადებული 1979 წელს.  ФСБ ირწმუნება, რომ 43 წლის რომაზოვის პოლკის მებრძოლი  სწავლობდა დარია დუგინას გადაადგილების მარშრუტს.

ნაქირავები ჰქონდა ბინა დუგინების სახლის სიახლოვეს, იმყოფებოდა იმ ლიტერატურ ფესტივალზეც, რომელსაც  პუტინის იდეოლოგი და მისი ქალიშვილი ესწრებოდნენ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ქალმა დუგინას სიკვდილის შემდეგ,  რუსეთი ფსკოვის ოლქის გავლით დატოვა და ესტონეთში  12 წლის შვილთან ერთად გადავიდა. 

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს. 

დარია დუგინა პოდმოსკოვიეში, საკუთარ ავტომობილში 20  აგვისტოს, ღამით ააფეთქეს

მსგავსი სიახლეები