"რისთვის უნდა დაღვარონ დედებმა და შვილებმა ცრემლები?" - რუსეთში პუტინის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები იწყება

21.09.22 13:43
"რისთვის უნდა დაღვარონ დედებმა და შვილებმა ცრემლები?"  - რუსეთში პუტინის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები იწყება

პუტინის მიერ სნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში საპროტესტო აქციები დაიგეგმა. საყოველტაო აქციის ორგანიზაებას სათავეში მოძრაობა „გაზაფხული“ ჩაუდგა. აქტივისტებმა აქციები  „ტვიტერის“ მეშვეობით დაანონსეს და მოუწოდეს თანამოქალაქეებს 19:00 საათძე საკუთარი ქალაქების ცენტრებში შეიკრიბნონ. 

ახლა ომი დანამდვილებით მოვა ყველა სახლსა და ოჯახში. უწინ მთავრობა ამბობდა, რომ მხოლოდ პროფესიონალები ომობენ და რომ ისინი გაიმარჯვებენ. გაირკვა, რომ ვერ იგებენ და ფრონტზე პატიმრების წაყვანა დაიწყეს. ახლა კი მობილიზაცია გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს -  ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს ომის ხოცსაკეპ მანქანაში გაატარებენ. რისთვის უნდა დაიღუპონ? რისთვის უნდა დაღვარონ დედებმა და შვილებმა ცრემლები? პუტინის სასახლისთვის? - ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების განცხადებაში. 
 

 შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.