იზიუმში ცხედრების ექსკუმაცია დასრულებულია - მამაკაცების გვამების ნაწილს გენიტალიები მოკვეთილი აქვს

24.09.22 15:17
იზიუმში ცხედრების ექსკუმაცია დასრულებულია - მამაკაცების გვამების ნაწილს გენიტალიები მოკვეთილი აქვს

იზიუმში ცხედრების ექსკუმაცია უკვე დასრულებულია.

როგორც ოფიციალური ხარკოვი იტყობინება, ჯამში 436 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის არიან ბავშვები და 21 სამხედრო მოსამსახურე.

წამების კვალი აღენიშნება თითქმის ყველა ცხედარს. ხელებგაკოჭილი მშვიდობიანი მოსახლოება, ყელზე თოკშემოხვეული ცხედრები და ასევე მამაკაცების გვამები, რომელთა დიდ ნაწილსაც გენიტალიები მოკვეთილი აქვთ.

ახლა ცხედრებს სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ და დადგინდება მათი ვინაობა.

ასევე, დღეს ხარკოვის რეგიონს 20-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატიური ინსტიტუტების წარმომადგენლები ეწვივნენ.

ავსტრიის, ლიტვის, ესპანეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების დელეგატებმა საკუთარი თვალით ნახეს მასობრივი საფლავები იზიუმში.

 

მსგავსი სიახლეები