"სწორედ ახლა წყდება, დამთავრდება თუ არა თქვენი სიცოცხლე" - ზელენსკის მიმართვა რუსეთის მოქალაქეებს

უკრაინის პრეზიდენტმა მობილიზაციასთან დაკავშირებით რუსებს მიმართა. მისი თქმით, სწორედ ახლა წყდება, დამთავრდება თუ არა მათი სიცოცხლე. ამის შესახებ მან გუშინდელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას თავად რუსეთის მოქალაქეებმა "სიკვდილზე წასვლა" შემთხვევით არ უწოდეს. რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ საკუთარ მოქალაქეებს სიკვდილზე გზავნის, სხვა ვარიანტი არ განიხილება, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც საგანგებოდ რუსულ ენაზე ჩაწერა.
მისივე თქმით, რუს მეთაურებს რუსების სიცოცხლე არ აღელვებთ, მათ უბრალოდ დაღუპული ჯარისკაცების ჩანაცვლება და ცარიელი ადგილების შევსება სურთ.
როგორ შეივსება ეს ადგილები, თქვენს ხელისუფლებას არ აღელვებს, იქნებიან ესენი ახალგაზრდა აიტის სპეციალისტები, რომლებიც არასდროს მსახურობდნენ თუ პენსიონერები, რომლებიც საბჭოურ ჯარში მსახურობდნენ. ამიტომ ახლა თქვენთვის, ყველასთვის, საკვანძო მომენტია, სწორედ ახლა წყდება, დამთვარდება თუ არა თქვენი სიცოცხლე, - თქვა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკეთესია მოწვევის არაღება, ვიდრე სხვის მიწაზე დამნაშავე სამხედროდ სიკვდილი.
უკეთესია ამ დანაშაულებრივ მობილიზაციას გაექცე, ვიდრე დასახიჩრდე და შემდეგ აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის სასამართლოს წინაშე პასუხი აგო. უკეთესია უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდეთ, ვიდრე ჩვენმა იარღმა გიმსხვერპლოთ. ჩვენი დარტყმები სამართლიანია, იმიტომ, რომ უკრაინა ამ ომში თავს იცავს, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ იცის, რუსეთს ბოროტება მოაქვს, თუმცა შეიძლება არც აღიარებდეს ამას.
რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარდებიან, უკრაინა სამ გარანტიას აძლევს. პირველი: თქვენ ცივილურად, ყველა კონვენციის გათვალისიწინებით მოგექცევიან. მეორე: რუსეთში ვერავინ გაიგებ, რომ ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარდით და მესამე - თუ თქვენ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და გაცვლაზე უარს იტყვით, ჩვენ ამასაც ვუზრუნველყოფთ, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
21 სექტემბერს რუსეთსი პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით, რომ მობილიზაციას 300 ატასამდე ადამიანი დაექვემდებარება.