რა საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს ამერიკაში გასამგზავრებლად

05.03.21 17:00
რა საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს ამერიკაში გასამგზავრებლად

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის არასაიმიგრაციო ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსების დასტური. 
მოწვევა;
კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები ;
1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, ელექტრონულად ატვირთული სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსებისას;
 ცნობა  დამსაქმებლისგან (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით) გაცემული, ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე;
პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);
ფინანსური უზრუნველყოფა ( მაგალითად: საბანკო ამონაწერი);
არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
 

ამერიკაში გამგზავრება დამოკიდებულია საკონსულოში არსებული რიგების მიხედვით, როგორც წესი, ეს რიგი ერთ-ორ კვირას არ სცდება. აქტიური სეზონზე – გაზაფხულზე და ზაფხულში შესაძლებელია, ერთ თვემდეც გაიზარდოს რიგი. საკონსულოში გასაუბრების დღესვე ცნობილი ხდება ვიზა გაიცემა თუ არა თქვენს სახელზე.