კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს - გაერო

22.06.23 11:06
კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს - გაერო

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს - ამის შესახებ გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა ოთხშაბათს განაცხადა.

მისი თქმით, წყალი აგრძელებს დინებას და ნაღმებიც გადააქვს. ჰესლოპი ამბობს, რომ ასეთია ნაღმი "პეპელა", რომელიც პატარაა, ჰერმენტული და პლასტმასის - სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და შეუძლია წყალზე ცურვა. 

"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა. ცხადია, 10-კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იმავე მანძილის ვერ გაივლის, რასაც 50-დან 60 გრამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს კიდევ ერთი რამაა, რომელიც უნდა დაემატოს გადასაჭრელ პრობლემებს", - თქვა მან.