რა ჯანდაბას ველოდებით? - უკრაინელებს სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი - ჯონსონი

ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას აკრიტიკებს და მიმართავს, უკრაინას ჰაუბიცები და Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს.
მისი თქმით, უკრაინელებს გამარჯვებისთვის სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი.
ჯონსონის თქმით, თუ პუტინი გაიმარჯვებს, საშინელი გზავნილი მთელს მსოფლიოს შემოივლის.
"ადრეც ვიკითხე და კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რა ჯანდაბას ველოდებით? საქმის ბოლომდე მისაყვანად უკრაინელებს სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი - და ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ ვითრევთ ფეხს? რატომ ვართ ყოველთვის ასე ნელი? როგორ შეგვიძლია, ვუყუროთ ამ ადამიანებს თვალებში და ავხსნათ ეს დაგვიანება? მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ არასათანადოდ ვაფასებდით უკრაინელებს და არასათანადოდ ვაფასებდით პუტინს და დღესაც იმავეს ვაკეთებთ.
თუ პუტინი გაიმარჯვებს, საშინელი გზავნილი მთელს მსოფლიოს შემოივლის: ეს იყო მომენტი, როდესაც დემოკრატიებმა პირობა დადეს, რომ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიებს, ჩვენ კი მარცხი განვიცადეთ“, - ამბობს ჯონსონი ჟურნალ Spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.