რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

15.09.23 10:05
რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე დრონების გამოყენებით მორიგი შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსებმა ე.წ. შაჰიდის დრონების გამოყენებით თავს ვინნიცის, ჩერკასის, ჩერნოვიცკისა და ხმელნისკის ოლქებს დაესხნენ. 

მოჰყვა თუ არა დაბომბვას მსხვერპლი ან ნგრევა, ამ დროისთვის უცნობია.

საჰაერო განგაში გავრცელდა ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირისა და რივნეს ოლქებშიც.