უკრაინის გენშტაბი და მე-3 მოიერიშე ბრიგადა ანდრეევკის გათავისუფლებას ადასტურებენ

15.09.23 10:39
უკრაინის გენშტაბი და მე-3 მოიერიშე ბრიგადა ანდრეევკის გათავისუფლებას ადასტურებენ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ანდრეევკა შტურმით აიღეს, ხოლო კლიშჩეევკის მიმართულებით დაწინაურდნენ.

დასახლების გათავისუფლებას საკუთარ ტელეგრამ-არხზე ადასტურებს მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადაც.

აქამდე, 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გაავრცელა ცნობა ანდრეევკას გათავისუფლების შესახებ.