რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა
რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ამის შესახებ CNN იტყობინება.
CNN წერს, რომ მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადავიდა, გამშვები პუნქტი დაიკეტა.
ცნობისთვის, 19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი.