რა შედეგით დასრულდა ვაშინგტონში გამართული მსოფლიო ლიდერების სამიტი
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მოლდოვას ევროპულ გზაზე. ბოლომდე ვიდგებით უკრაინის გვერდით და ვგმობთ ჰამასის აგრესიას. ამ შედეგით დასრულდა ვაშინგტონში გამართული მსოფლიო ლიდერების სამიტი. ბაიდენი მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საუბრობდა. ამერიკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ დღეს საჭიროა ძლიერი ალიანსი იმისთვის, რომ ბრძოლა პუტინისა და ჰამასის წინააღმდეგ იყოს მტკიცე.
ბოლო 2 წელია ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ისევ გრძელდება პუტინის აგრესია უკრაინაში, მსოფლიო არეულობის ფონზე შეიქმნა ეკონომიკური პრობლემები, არ შეიძლება დავივიწყოთ არც ჰამასის ტერორისტების შეჭრა ისრაელში. ვიმსჯელეთ ისრაელში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და გადაჭრის გზებზეც იმედი მაქვს ევროკავშირის მხარდაჭერის".- განაცხადა ბაიდენმა.
თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ისრაელისა და უკრაინის მშვიდობისთვის მუშაობას გააგრძელებენ.
დღეს ვართ დიდი გამოწვევების წინაშე, საჭიროა ძლიერი ალიანსი რომ ერთად დავძლიოთ სირთულეები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისრაელის მშვიდობისთვის, ევროპაში რუსეთი ისევ აგრძელებს უკრაინელი მოქალაქეების დაბომბვას. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და მოხარულები ვართ ამერიკის მხრიდან გაწეული დახმარების.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლაიენმა კი ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა ისრაელში ვიზიტისთვის.
მინდა გითხრათ მადლობა თქვენი ვიზიტისთვის ისრაელში, ეს მნიშვნელოვანია ევროპელი ხალხისთვის, მეც ვიყავი ისრაელში და რაც იქ ვნახე ნამდვილად შოკის მომგვრელია, ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით ტერორის წინააღმდეგ, ვგმობთ ჰამასის ტერორისტულ საქმიანობას, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას და უზრუნველვყოფთ ფინანსურ დახმარებას" - განაცხადა ლაიენმა.