კვიპროსში, ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა - მედია

კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 17-დან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი, ოთხი მამაკაცი დააკავა.