მივესალმები ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების გადასვლას - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების გადასვლას მიესალმება და ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯები უნდა გაგრძელდეს.
"მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ," - წერს მიშელი.
დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.